რუსეთის სამხედრო ამბიციების გამო იაპონიაში შეშფოთებას გამოთქვამენ

რუსეთის სამხედრო ამბიციების გამო იაპონიაში შეშფოთებას გამოთქვამენ. ოფიციალური ტოკიო მოსკოვის ინიციატივას აპროტესტებს, რომელიც რუსეთ–იაპონიის სადავო ტერიტორიაზე, კურილის კუნძულებზე, სამხედრო ბაზის აშენებას ითვალისწინებს.

ამ გეგმის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ერთერთ ინტერვიუში გააკეთა. იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თუ სადავო ტერიტორიაზე ბაზის აშენების გეგმა რეალურია, ეს საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, რასაც ტოკიო არ დაუშვებს.

იაპონიაში ინიციატივას სუვერენიტეტის დარღვევად აფასებენ. ტოკიო მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას ელოდება.

banner
წინა სტატიაშიოლიმპიადის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ ოლიმპიურ ფესტივალს 9 მილიონი ჩაერიცხება
შემდეგი სტატიასოფელ ოქტომბერში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს