რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“არა ოკუპაციას” – ამ სახელწოდებით რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქცია პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით იმართება. აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, ისინი შეიკრიბნენ, რათა დააფიქსირონ, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი და ქართველი ხალხი საქართველოს ოკუპაციას არ შეეგუება.
რუსეთის საელჩოსთან აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და უკარიანის დროშები. ასევე არის შეძახილები “დიდება საქართველოს და უკრაინას”.
რუსეთის ფედერაციის საელჩოს შენობაზე აქციის მონაწილეებს პროექტორის საშუალებით ერთიანი საქართველოს კონტურები და სახელმწიფო დროშა აქვთ გამოსახული. აქციაზე შეკრებილებს პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ ოკუპაციის შეჩერება და არა დეოკუპაცია
შემდეგი სტატიაგამოკითხვა: მინდინარეობს თუ არა რუსთავი 2-ზე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა?