რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს არ ადასტურებს

სირიაში რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებსა და ფოტომასალებს, რომლებშიც ასახულია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, რუსეთი საინფორმაციო ომს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ზახაროვამ გააკეთა.
“გაჟღერდა თუ არა მინისტრ ლავროვის პირველი სიტყვები გაეროს უშიშროების საბჭოზე, მაშინვე გავრცელდა ინფორმაციები დასავლურ, რეგიონულ და უკრაინულ მედიაში, რომ იმ სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელსაც სირიაში რუსეთი ახორციელებს, მშვიდობიანი ადამიანები იღუპებიან და რომ ეს ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ის საინფორმაციო ომია, რომლისთვისაც ვიღაც კარგად მოემზადა”, – აღნიშნა ზახაროვამ.
რუსეთმა სირიაში პირველი ავიადარტყმები განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი: მოსკოვის ქმედებები კონფლიქტის მოგვარების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები