რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო თბილისში მაშველების გამოსაგზავნად მზადყოფნას გამოთქვამს

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო თბილისში მაშველების გამოსაგზავნად მზადყოფნას გამოთქვამს

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო თბილისში მაშველების გამოსაგზავნად მზადყოფნას გამოთქვამსრუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო მზად არის საქართველოს დაეხმაროს. უკვე მზადყოფნაშია სამინისტროს სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ორი თვითმფრინავი ИЛ-76, ასევე საერთაშორისო კლასის 100 მაშველი.
საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ვლადიმირ პუჩკოვმა საქართველოს მთავრობას წყალდიდობის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა.
თბილისში წყალდიდობა წუხელ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი, დაიტბორა ასობით სახლი, მიწისქვეშა გადასასვლელი, მოედნები, დაზიანდა გზები და სხვა ინფრასტრუქტურა. ფაქტობრივად, განადგურდა თბილისის ზოოპარკი.
«რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მეთაურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად მიმართა, სადაც მან მწუხარება გამოთქვა მომხდარი სტიქიური უბედურების და დაღუპული ადამიანების გამო და მას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა» – ნათქვამია პუჩკოვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.
«ქართველი ხალხისთვის ამ ძალიან მძიმე პერიოდში სამინისტრო მზად არის დაეხმაროს საქართველოს, გააგზავნოს სპეციალისტების ჯგუფები და მაშველები საჭირო აღჭურვილობით და შემადგენლობით» – ნათქვამია მიმართვაში.
დახმარების გაწევის იდეით გამოვიდა ასევე მოსკოვის ზოოპარკის შიდა კომუნიკაციების ხელმძღვანელი, რომელიც თბილისის ზოოპარკს «გარკვეული ცხოველებით დახმარებას სთავაზობს, რისი საშუალებაც მათ აქვთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან, რაც საჭიროა. ასევე , შესაძლებელია ცხოველების ჩვენთან განთავსება, მაგრამ თავდაპირველად საჭიროა კონკრეტულად გავიგოთ, რა ტიპის დახმარება სჭირდება თბილისის ზოოპარკს» – განაცხადა რადიოსადგურ «გავარიტ მასკვას» ეთერში მოსკოვის ზოოპარკის წარმომადგენელმა ოლგა ვაინშტოკმა.

banner
წინა სტატიაშიზოოპარკიდან გაქცეული ზოგიერთი ცხოველი უმიზეზოდ დახოცეს
შემდეგი სტატია“მოქალაქე” მზად არის თბილისს ახალი ზოოპარკის მშენებლობაში დაეხმაროს