რუსეთის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი – ნემცოვი შესაძლოა, არაპროფესიონალმა მკვლელმა მოკლა

ტელეკომპანია ТВЦ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მოკვლა დეტალურად არის აღბეჭდილი

ბორის ნემცოვი შესაძლოა, არაპროფესიონალმა მკვლელმა მოკლა, – ამის შესახებ გამოცემა “კომერსანტს” რუსეთის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელმა ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებიდან გამომდინარე განუცხადა.
რუს ოპოზიციონერს მკვლელმა 6 ტყვია ესროლა, აქედან ორი ააცილა. ოთხი კი ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ნემცოვი ადგილზევე გარდაიცვალა.
დამნაშავემ 9 მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიები გამოიყენა, ყველა მათგანი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქარხანაში იყო დამზადებული. ოთხი ტყვია 1986 წელს, ხოლო ორი 1992 წელს იყო გამოშვებული. ექსპერტების განცხადებით, ეს არის სამხილი იმისა, რომ მკვლელს იარაღისა და ტყვიების შოვნაზე პრობლემა შეექმნა.
ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს, მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა
შემდეგი სტატიაბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო მარშზე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს