რუსეთის პატრიარქი ,,ევროვიზიის,, წინააღმდეგ

,,თუ პალინა გაგარინა (რუსეთის წარმომადგენელი კონკურსზე-რედ.) მოიგებს წლევანდელ კონკურსს, მაშინ მომავალ წელს ,,ევროვიზია,, რუსეთში ჩამოვა… მთელი თავისი წვერებიანი მომღერლებით, რომლებიც თავს გვახვევენ იმას, რაც საზიზღარია ჩვენი კულტურისთვის,, განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილმა, დღეს ულიანოვსკში ,,მარლთმადიდებლური ინიციატივის,, აქტივისტებთან შეხვედრისას, რომლებიც რუსეთში რუსული სიმღერის ფესტივალის ორგანიზებით არიან დაკავებული.

რუსული მედიის ცნობით, ,,ევროვიზიის,, კრიტიკით გამოსულმა რუსეთის პატრიარქმა ულიანოვსკში აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთმა მსოფლიოს უნდა აჩვენოს ისეთი რამ, რაც ეროვნულ კულტურაზეა დაფუძნებული… ,,საგალობლებს, პატრიოტულ და სასულიერო სიმღერებს უნდა დავუჭიროთ მხარი… ჩვენი კონკურსები უნდა მოვაწყოთ, ჩვენი კულტურა უნდა წავწიოთ წინ და ვაჩვენოთ მსოფლიოს,, განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

აღსანიშნავია, რომ ,,ევროვიზიის,, წლევანდელი კონკურსის პირველ დღეს, რუსეთის წარმომადგენელმა პალინა გაგარინამ ფინალში გასვლა შესძლო.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: დღეს მერკელმა დაადასტურა ის, რასაც მე თვეების წინ ვამბობდი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მთავრობას სულ ფეხებზე ჰკიდია ივლიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში