“რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო მიმოსვლის გაუქმება – ლარის კურსს გაამყარებს”– ჯუმბერ კირვალიძე

ახლა კი, ეგ თქვენი ჭიკაიძე, – "გინდ შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ", – დაუსჯელმა მკვლელებმა, მამა შვილის საფლავზე მოკლეს!– ჯუმბერ კირვალიძეცნობილია, რომ საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სავალუტო ფულადი გადარიცხვები (აშშ–ის დოლარში) რუსეთიდან ხდება, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით ქართული დიასპორის რაოდენობა იქ ბევრად მეტია. უკრაინის კრიზისმა და რუსეთის აგრესიამ მის მიმართ, გამოიწვია ევროკავშირის და აშშ–ს მხრიდან რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, რამაც თითქმის გაანახევრა რუსეთიდან საქართველოში ქართველი ემიგრანტების ფულადი გზავნილების ოდენობა.საქართველოში კონვერტირებადი ვალუტის შემოდინების ასეთი კლება, ერთ–ერთი მთავარი მიზეზი გახდა ქართული ლარის გაუფასურების.ამიტომ, მიმაჩნია, რომ კარასინი–აბაშიძის ფორმატში, რომელიც ივნისში შედგება პრაღაში, ზურაბ აბაშიძემ განსახილველად უნდა წამოწიოს სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი, ანუ რუსეთის მიერ უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის.ეს იქნება რუსეთის მხრიდან ადექვატური რეაგირება, რადგანაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის დიდი ხანია მოქმედებს უვიზო რეჟიმი.ეჭვგარეშეა, რომ, თუ მხარეებს შორის შეთანხმება მოხერხდა და საქართველოდან რუსეთში სავიზო მიმოსვლა გაუქმდა, მაშინ ეს ქმედება უეჭველად გამოიწვევს ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებას–აცხადებს პოლიტოლოგი–ჯუმბერ კირვალიძე

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ფრონტზე ქართული ,,იბერია,, ძლიერდება
შემდეგი სტატიაშსს ყოფილი მინისტრი ლამბერსექსუალი მამაკაცის იმიჯში