რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში მხოლოდ საერთაშორისო პასპორტით შესვლა შეეძლებათ

2015 წლის პირველი მარტიდან რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში საერთაშორისო პასპორტის გარეშე შესვლის უფლება აღარ ექნებათ.
“ბიბისის” ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეს მიიღო. შესაბამის ბრძანებას უკრაინის პრემიერმა, არსენი იაცენიუკმა ხელი უკვე მოაწერა. ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ ეროვნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით შეეძლოთ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაპრორუსი სეპარატისტები სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშებს განაგრძობენ