რუსეთის მოსახლეობის 72 % საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას კვლავაც მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მისცემდა

რუსეთის მოსახლეობის 72 % საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას კვლავაც მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მისცემდა.

შსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდარუსეთის მოსახლეობის 72 % საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას კვლავაც მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მისცემდა. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამას მოწმობს რუსეთის “საზოგადოებრივი აზრის” მიერ 31-იანვარსა და 1-ელ თებერვალს რუსეთის 64 სუბიექტში ჩატარებული კვლევა, რომლის დროსაც 3000 ადამიანი გამოიკითხა.
მანამდე, სულ რამდენიმე დღით ადრე – 25 იანვრის მონაცემებით, პუტინისთვის ხმის მიცემას 70 % აპირებდა.
გაიზარდა იმ ადამიანების პროცენტუილი მაჩვენებელი, ვინც რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს ენდობა – 42 %, 25 იანვრის გამოკითხვაში ეს მაჩვენებელი დაბალი იყო – 39 %.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვებში პუტინის შემდეგ პოზიციაზეა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომლის პრეზიდენტობაც გამოკითხულთა 5 %-ს სურს. მესამე ადგილზეა რუსი კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვი ხმათა 4 %-ით.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიზურაბ კიწმარიშვილი – პროკურატურაში შეხვედრა კამათის რეჟიმში მიმდინარეობდა
შემდეგი სტატიაზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია–თეა წულუკიანი