რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების 7 წლისთავთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალი ორი დღით საზღვარს კეტავს

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ საზღვარს კეტავს. მოქალაქეებს გადაადგილება ორი დღის განმავლობაში, 25 და 26 აგვისტოს, შეეზღუდებათ.

ცხინვალის რეჟიმი ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მოთხოვნებით ხსნის.

ამ დღეებში სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების მეშვიდე წლისთავს აღნიშნავენ.

საოკუპაციო რეჟიმს რამდენიმე სხვადასხვა ღონისძიება აქვს დაგეგმილი. ელიან სტუმრებს რუსეთიდან და აფხაზეთიდან.

ე.წ. საზღვარზე მოძრაობა 27 აგვისტოს აღდგება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღვინიაშვილი მთავრობას მოუწოდებს, დაზარალებულ გლეხებს შხამქიმიკატები დაურიგოს
შემდეგი სტატიაჩვენ უნდა შევძლოთ და მივიდეთ 2016 წლის არჩევნებამდე