რუსეთის აქტიურობები სირიაში აშშ-ს შეშფოთებას იწვევს

რუსეთის აქტიურობები სირიაში აშშ-ს შეშფოთებას იწვევს

რუსეთის აქტიურობები სირიაში აშშ-ს შეშფოთებას იწვევსრუსეთის შესაძლო სამხედრო აქტიურობები სირიაში აშშ-ს შეშფოთებას იწვევს, ამის შესახებ აშშ-ს გენერალურმა მდივანმა ჯონ კერმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო დიალოგში განაცხადა.
საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა – ცნობას სახელმწიფო დეპერტამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
კერმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების რეგიონში მატებამ შესალებელია კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას, “მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლის გაზრდას, ლტოლვილების მატებას და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციასთან კონფრონტაციას” შეუწყოს ხელი.

აგვისტოს დასასრულს სირიის არმიის პრეს-სამსახურმა ქალაქ ლატაკინის ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც სამთავრობო ძალები ისლამისტური აბმოხებულების “ჯეიშ ალ-ფატხის” წინააღმდეგ იბრძვიან. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კადრში ჩანს უახლესი ბრონემანქანა БТР-82а, რომელიც რუსეთის არმიის შეიარაღებაში დაახლოებით ორი წლის წინ შევიდა.
ძველი БТР-80- სგან განსხვავებით, ტექნიკის ამ ტიპს რუსეთი ოფიციალურად არ აწვდის სირიას.

БТР-82а-ის გამოჩენას დამკვირვებლები რუსეთის სადაზვერვო ხომალდის “Николай Фильченков”-ის ხმელთაშუაზღვაში ვოიაჟს უკავშირებენ, რომელიც 20 აგვისტოს ბოსფორის სრუტეში იმყოფებოდა, და რომელმაც სავარაუდოდ, სირიას საბრძოლო ტექნიკა მიაწოდა.

რადგანაც სირიელი სამხედროები არ იცნობენ БТР-82а, დაიბადა ეჭვი, რომ მოსკოვი ტექნიკასთან ერთად სირიაში ჩუმად ჯარისკაცებსაც უშვებს.
გასულ პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ “ჩვენ სირიას საკმაოდ სერიოზულ სამხედრო ტექნიკის და სამხედროების მომზადების მხარდაჭერას ვუწევთ”, ამასთანავე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის პირდაპირი მონაწილეობა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯერჯერობით ადრეა.

banner
წინა სტატიაშიუცნობმა პირმა აშშ-ში 9 წლის ბიჭი მოკლა
შემდეგი სტატიაკანადაში, დაღუპულ სირიელ ბავშვებს პატივი მიაგეს