რუსეთის ავიაცია ისლამურ სახელმწიფოს ბომბავს (ვიდეო)

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპარაცია დაიწყო – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისი თქმით, რუსული თვითმფრინავები სამხედრო ტექნიკას და კავშირგაბულობის კვანძებს უტევენ. შოიგუმ ამის შესახებ განცხადება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციასაც მიაწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კანაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ავიაცია წერტილოვან დარტყმებს ანხორციელებს. “რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ვლადიმირ პუტინის ბრძანების შესაბამისად რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებმა დღეს სირიის რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო” – განაცხადა მან.

ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსეთის ავიაცია ისლამურ სახელმწიფოს ბომბავს. იუთუბზე განთავსებულ ვიდეოში ჩანს როგორ ესვრიან მოწინააღმდეგის პოზიციებს.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოსგან ჯარის სირიაში გამოყენების შესახებ ნებართა მიიღო. როგორც კრემლი განმარტავს, მანდატი მხოლოდ საჰაერო ოპერაციებს ეხება და გამორიცხულია სხვა სახის ჩარევა რუსეთის მხრიდან.

https://www.youtube.com/watch?v=oqJPVlDdLek

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3857 ლარი გახდა
შემდეგი სტატიავლადიმირ პუტინის განცხადება სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ