რუსეთის ავიაციამ დღე-ღამის განმავლობაში რეკორდული სამხედრო გასვლები განახორციელა სირიაში

რუსეთის ავიაციამ დღე-ღამის განმავლობაში რეკორდული სამხედრო გასვლები განახორციელა სირიაში

რუსეთის ავიაციამ დღე-ღამის განმავლობაში რეკორდული სამხედრო გასვლები განახორციელა სირიაშირუსეთის ავიაციამ სირიაში 67 სამხედრო გაფრენა განახორციელა და ტერორისტების 60 ობიექტს დაარტყა. ამის შესახებ გენშტაბის გენერალ-ლეიტენატმა იგორ მაკუშევმა განაცხადა. მისი თქმით, ეს რეკორდული მაჩვენებელია დღე-ღამის განმავლობაში.
“დარტყმების შედეგად დანადგურებულია მართვის 6 პუნქტი და კავშირგაბმულობის პუნქტები, სამხედრო ტექნიკის 6 საწყობი, 17 ბანაკი და ტერორისტების მომზადების ბაზები, სამი მიწისქვეშა თავშესაფარი, 17 მანქანა, ბრონეტექნიკის შემკეთებელი ქარხანა და სხვები” – განაცხადა მაკუშევმა. მისი თქმით, რუსეთის გუშინდელმა მოქმედებებმა მოწინააღმდეგეს აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა, რომელის გამოც ტერორისტები მოქმედების ტაქტიკის შეცვლას იწყებენ.

რუსეთის საჰაერო-სამხედრო ოპერაცია სირიაში 30 სექტემბერს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშითბილისს ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი ეწვევიან
შემდეგი სტატიაევროკომისიის ხელმძღვანელი: რუსეთთან ურთიერთობა უნდა აღდგეს