სოსო ცინცაძე–რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა დიალოგზე აიძულოს ოფიციალური თბილისი

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა დიალოგზე აიძულოს ოფიციალური თბილისი” რუსეთან შეთახმების გარეშე ერთი სანტიმეტრითაც აქეთ არ გაივლებოდა მავთულხლართები და არც ბანერები არ დაიდგმებოდა. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა დიალოგზე აიძულოს ოფიციალური თბილისი. ამავე დროს, გაუგებარია, რას რისკავს თბილისი, თუ დაიწყო სერიოზული დიალოგი რუსეთთან”–აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “რეზონანასთან” საზღვრის გადმოწვევის კომენტირებისას.

კარასანი–აბაშიძის ფორმატი უკვე გაცვდა და მან უკვე დიდი ხნის წინ შეასრულა თავისი პოზიტიური როლი და ჟენევის უმაქნის ანალოგად იქცა, ბრმაც ხედავს.ამიტომ დგება ფორმატის შეცვლის საკითხი. თუ ჩვენი ხელისუფლებიდან წამოსული და შემდგომ უფრო მახალ დონეზე უარყოფილი განცხადებებით ვიმსჯელებთ, მთავრობაში, როგორც ჩანს, ყოფილა მსჯელობა ფორმატის შეცვლაზე და კონკრეტულად კი თამაშის მაღალ აწევაზე.მაგრამ ამჯერადაც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოელ–პრობლემურ მეზობელთან ურთიერთობის დარეგულირების მოწინააღმდეგეთა პოზიცია უფრო ძლიერი აღმოჩდა.რის შედეგმაც არ დააყოვნა ამ უკანასკნელი მოვლენების სახით,როდესაც ისევე,როგორც ადრე,ამჯერადაც ქართული დიპლომატიის უუნარობის მსხვრეპლი ოკუპირებულ ტეროტორიაზე მომიჯნავე სოფლების მოსახლეობა აღმოჩდა–მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე

banner
წინა სტატიაში„მნიშვნელოვანია, საქართველოში იცოდნენ, რომ მარტო არ არიან” – რიჩარდ ნორლანდი ოკუპაციაზე
შემდეგი სტატია“ფორმულა ერთის” მრბოლელი ჟიულ ბიანკი ტრავმებისგან გარდაიცვალა