რუსებს კოსმოსური რაკეტმზიდი ჩამოუვარდათ

დღეს დილით, ბაიკალისპირეთში რუსეთის კოსმოსური აეროდრომიდან გაშვებული კოსმოსური რაკეტმზიდს ,,Протон-М,,-ი, რომელსაც მექსიკური თანამგზავრი ,,MexSat-1,,  ორბიტაზე უნდა გაეყვანა, აფრენიდან 498 წამის შემდეგ ძრავი გაეთიშა და ვარდნა დაიწყო.

რაკეტმზიდი, თავის აღჭურვილობასთან ერთად რამდენიმე საათის წინ ცამოვარდა ბაიკალის მხარეში… რუსული სააგენტოების განცხადებით, რაკეტის ჩამოვარდნას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია…

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული შემთხვევა, რუსული კოსმოსური ტექნოლოგიების მეორე ცავარდნა გახლდათ გასული რამიდან მოყოლებული… პირველი შემთხვევა მოხდა წუხელ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, სადაც სადგურთან შეპირაპირებული კოსმოსური ტვირთმზიდის “Прогресс М-26М” ძრავი გათვლილ დროში არ ჩაირთო და სადგურის ორბიტის შეცვლის დაგეგმილი კორექცია არ შედგა.

 

banner
წინა სტატიაში17 მაისთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპუტინი – იმიჯის შეცვლა: „გმირი ბოევიკი“ თუ „ერთ-ერთი ჩვენთაგანი“?