რუმინეთში “ლუკოილის” შვილობილი კომპანია დააკავეს

რუმინეთში

რუმინეთში "ლუკოილის" შვილობილი კომპანია დააკავეს“ლუკოილის” შვილობილ კომპანიას Lukoil Europe Holdings Bvatrium Holland 2 მილიარდი ევროიან ანგარიშს ყადაღა დაადეს რუმინეთში. ფულის გათეთრების და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდება კომპანიის 5 წევრს წაიყენა.

პროკურატურის მოთხოვნით რუმინეთის სასამართლომ გუშინ Lukoil Europe Holdings Bvatrium Holland-ის ანგარიშები გაყინა. 5 ბრალდებულ პირთა შორის ორი რუსეთის მოქალაქეა.
პროკურატურის მასალების მიხედვით კომპანიამ 2014 წელს სახელმწიფოს 230 მილიონი ევროს ზარალი მიაყენა.
Lukoil Europe Holdings Bvatrium Holland-ს რუმინეთში 300 ავტოგასამართი სადგური და 2,4 მილიონი ტონის მოცულობის ქარხანა ეკუთვნის.
2014 წელს პროკურატურის, პოლიციის და საბაჟო სამსახურებმა გამოძიების ფარგლებში კომპანიაში ჩხრეკა ჩაატარეს.
რუმინეთის პრეზიდენტის ტრაიან ბესესკუს განცხადებით, თუკი ქარხანა მუშაობას არ აღადგეს, მისი ნაციონალიზაცია მოხდება.

banner
წინა სტატიაშიეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ რამდენიმე პუნქტი შევიდა
შემდეგი სტატიააშშ-მ სრებრენიცას მოვლენებს გენოციდი უწოდა