დღეს, რუბლი კრიტიკულ მაჩვენებლამდე დავარდა. ახლა ერთი დოლარი 70,94 რუბკი ღირს.
მოსკოვსა და რუსეთის ბევრ ქალაქში პანიკაა. არც ერთი გადამცვლელი პუნტი დოლარს არ ახურდავებს, სამაგიეროდ, ყიდულობენ დიდი სიხარულით – ამის შესახებ მოსკოვის მაცხოვრებელმა ოლეგ ალმაევმა ისაუბრა “ეხო მასკვის” ეთერში.
ტრიუმფალური მოედნიდან მოსკოვის მერიამდე ძალიან ბევრი კომერციული ბანკია, მაგრამ ხალხი მაინც რიგში დგას, რომ რუბლი გადაახურდავონ – ამბობს მეორე მოქალაქე ა.კ. რომელიც ამატებს, რომ ხალხი რუბლის გაუფასურების მოლოდინშია, რამაც მოსახლეობაში პანიკური განწყობა გაზარდა.