„როცა მთავრობას არ უნდა მოვიდეს, მოსახლეობა უნდა მივიდეს მთავრობასთან და უთხრას, რომ გადადგეს“

„როცა მთავრობას არ უნდა მოვიდეს და მოსახლეობას მოახსენოს გეგმა თუ როგორ უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან, მაშინ მოსახლეობა უნდა მივიდეს მთავრობასთან და უნდა უთხრას, რომ გადადგნენ“-ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიხეილ მაჭავარიანი პარლამენტში დანიშნული საგანგებო სხდომის ჩაშლის საკითხს.

მაჭავარიანი აცხადებს, რომ მთავრობას არ აქვს გეგმა და ის ელოდება ივანიშვილის მიერ განცხადებების გაკეთებას ლარის გამყარებასა და ეკონომიკის ზრდაზე.

იგივე პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი აცხადებს, რომ მთავრობა არ არის მზად პასუხების გასაცემად იმ კითხვებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს.

„არ აქვს მნიშვნელობა ეს სხდომა ვისი ინიციატივით იყო ეს არის კანონი, რეგლამენტი, რომელიც უნდა შესრულებულიყო“-აღნიშნა აბაშიძემ და აქვე განმარტა, რომ მომავალ კვირას ისინი გეგმავენ მოითხოვონ მთავრობის წევრების მისვლა პარლამენტში.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა, რომელზეც გადაწყდება შედგება თუ არა საკანონმდებლო ორგანოში დებატები ეკონომიკაზე.

banner
წინა სტატიაში“შე უგუნურო…შე უჭკუო…შე უტვინო…”-როგორ და რატომ მიმართავს ირმა ინაშვილი ბეჟან გუნავას?
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ვინც ივანიშვილს ბოლო განცხადების ტექსტი დაუწერა, პანჩურის ღირსია