რომ არ ყოფილიყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვა ეროვნული გმირები, არავინ იცის, საქართველოს დამოუკიდებლობას როდის მოიპოვებდა

e1839de183a0e18398e18395e18394საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღნიშვნა „კონსერვატორული პარტიის“ ლიდერებმა, პარტიის ახალგაზრული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლის ყვავილების შემკობით დაიწყეს.

„მერაბი, ზვიადი, ეს თავგანწირული ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, საქართველოს დამოუკიდებლობა არ ვიცით, როდის დადგებოდა. როგორი ფორმით მოვიდოდა ჩვენამდე დამოუკიდებლობა, ან მოვიდოდა კი საერთოდ? ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობას მუდმივად უნდა ჩავუნერგოთ, რომ პატივი სცენ იმ ადამიანებს, რომელთა ძვლებზე და რომელთა თავგანწირვაზე დგას დღევანდელი საქართველო,“- აცხადებს ზვიად ძიძიგურს.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 26 მაისი ასევე არის საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ზუგდიდშიც იმართება
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: 26 მაისს ამაზე აღარ ვისაუბრებ