რომის პაპმა მორწმუნეებს აღდგომა მიულოცა

640865_600დღეს კათოლიკური სამყარო აღდგომის დღესასაწაულს ზეიმობს. რომსი პაპმა ფრანცისკმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მონასტრის აივნიდან მსოფლიოში ყველა კათოლიკე მორწმუნეს დღევანდელი დღე მიულოცა.

თავის ტრადიციულ მიმართვაში მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ლოზანაში მიღწეული შეთანხმება, რომელიც ირანის ატომურ პროგრამას ეხებოდა, მეტად უსაფრთხოს შექმნის ძმურ მსოფლიოს. დალოცვისას და „ქალაქსა და მსოფლიოს“ მიმართვისას რომის პაპმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში, სირიასა და ერაყში შექმნის სიტუაციებზე. „პირველ რიგში სირიასა და ერაყში ვთხოვთ მშვიდობას, რომ იარაღის ჟღარული შეჩერდეს და სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის, რომლების ქვეყნებში ცხოვრობენ, კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს“ – თქვა პონტიფიკმა და დაამატა, რომ საერთაშორისო საზოგადეობა არ უნდა დარჩეს გულგრილი „ამ ქვეყნებში არსებული უზარმაზარი ჰუმანური ტრაგედიის და ლტოლვილების მრავალი დრამის მიმართ.“ „ღმერთის აღდგომავ, მოუტანე საყვარელ უკრაინას მშვიდობა, განსაკუთრებით მათ, ვინც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა ბოლო თვეების მანძილზე. დაეხმარე ქვეყანას მოიპოვოს მშვიდობა და იმედი, სხვა დაინტერესებული ქვეყნების დახმარებით“ – თქვა რომის პაპმა. მან ასევე ილოცა ლიბანზე, იემენსა და წმინდა მიწაზე, და იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი და პალესტინა სამშიდობო მოლაპარაკებებს აღადგენენ. გარდა ამისა, პაპმა ფრანცისკმა იესოს სთხოვა აჩუქოს მშვიდობა ნიგერიას, სამხრეთ სუდანს და სუდანის სხვა რეგიონებს, ასევე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. პონტიფიკმა კენიაში, გარისას უნივერსიტეტის მსხვერპლებზე ილოცა, ყველა ქალსა და მამაკაცზე, რომლებიც მონობის მსხვერპლი არიან, მიგრანტებზე, თავისუფლება აღკვეთილებზე, ღარიბებზე, ავადმყოფებსა და ბავშვებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან. „ამასთანავე, ღმერთს იმედით ვენდობით ლოზანაში მიღწეული შეთანხმების გამო, რომ ეს იქნება საბოლოო ნაბიჯი უფრო მეტად უსაფრთხო და ძმური მსოფლიოსკენ“ – თქვა რომის პაპმა. „იესო ქრისტე აღსდგა! სიყვარულმა სიძულვილი დაამარცხა, სიცოცხლემ სიკვდილზე გაიმარჯვა, სინათლემ სიბნელე განდევნა“ – ასე მიმართა მან შეკრებილებს. სააღდგომო ცერემონიის დასრულებისას რომის პაპმა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ცოდვები მიუტევა, ასევე მათ, ვინც მესას ტელეეთერებიდან ადევნებდა თვალყურს, უსმენდა მას რადიოთი ან უყურებდა ინტერნეტით.

banner
წინა სტატიაშიქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ტანსაცმელს მიაგნეს