“რომის მეფე” “ნათლიმამას” მელოდიაზე დაასაფლავეს

"რომის მეფე" "ნათლიმამას" მელოდიაზე დაასაფლავესვიტტორიო კასამონიკის დაკრძალვის ცერემონიალის მაშტაბებმა ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია. 65 წლის მაფიის ბოსი ვიტტორიო კასამონიკი უკანასკნელ გზაზე “ნათლიმამას” მელოდიით გააცილეს.
მიცვალებულის სასახლე სან ჯოვანი ბოსკოს ეკლესიაში დაასვენეს, რომელსაც ექვსი ცხენშებმული კარეტა მიასვენებდა. კარეტას შავი ლიმუზინები მიაცილებდნენ. ვეტმფრენიდან პროცესიას შავი ვარდები ეყრებოდა.
“შენ შეძელი რომი დაგეპრყო. ახლა სამოთხის ჯერია” – ასეთი იყო წარწერა ერთ-ერთ თაიგულზე.
“რომის მეფე” – ასეთი იყო წარწერა ერთ-ერთ ტრაფარეტზე.
ეკლესიის მღვდლებმა თქვეს, რომ ვერ აკონტროლებენ რას ხდება ეკლესიის კედლებს მიღმა.

იტალიელმა პოლიტიკოსებმა მომხდარი შეაფასეს.

მემარცხენე პარტიის დეპუტატებმა იტალიის მთავრობას მოუწოდეს გამოიძიონ, ვინ დართო ნება ასეთი მასშტაბური ცერემინიისთვის.

“მსგავსი რამ სრულიად დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყნებში” – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.
ასობით მოტირალი ადამიანი მივიდა კასამონიკას ცხედართან გამოსათხოვრად, რომელიც, სავარაუდოდ, სიმსივნით გარდაიცვალა.

კასამონიკას მაფიოზური კლანს მთავრობა რეკეტში, გამოძალვაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში სდებს ბრალს.

"რომის მეფე" "ნათლიმამას" მელოდიაზე დაასაფლავეს

მთავრობა იტალიის დედაქალაქში მაფიოზური სინდიკატების დანაშაულებების გამოძიებას აგრძელებს. გამოძიება ვარაუდობს, რომ კრიმინალური ბოსები მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელთან თანამშრომლობდნენ, რომ მათ საჭირო კონტრაქტები მიეღოთ.
პოლიტიკოსებმა დაკრძალვის ცერემონიალს “ჰოლივუდის სტილში გაკეთებული” უწოდეს, რომელიც თავის მხრივ ღია განცხადებაა დანაშაულებების დაუსჯელობის შესახებ და ხელისუფლებას მოუწოდეს, აკრძალონ მსგავსი მასშტაბის ცერემონიალები, რომელიც კრიმინალურ ბანდას ეხება.
“რომს მეტჯერ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებენ ისინი, ვისაც მისი “ნათლიმამას” სცენებად გადაქცევა უნდა” – დაწერა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტმა მატეო ორფინმა საკუთარ ტვიტერ გვერდზე.

"რომის მეფე" "ნათლიმამას" მელოდიაზე დაასაფლავეს

რომის მერმა, იგნასიო მარინომ მომხდარის გამო გადაგმომაზე უარი თქვა და ქალაქის პრეფექტს მიმართა ახსნა-განმარტებები გააკეთოს დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიგერმანია: შენგენში თავისუფალი გადაადგილება საფრთხის ქვეშ არის
შემდეგი სტატიაფშაველი-აბანო-ომალოს გზა ისევ ჩაკეტილია