რომელი სამინისტრო ასრულებს ომბუცმენის მითითებებს ყველაზე მეტად?!

საქართველოს მთავრობის მიერ ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინებასთან დაკავშირებით კითხვები მინისტრებთან სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებსაც აქვთ. ომბუდსმენის მოადგილე პაატა ბელთაძე ამბობს, რომ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ძალოვანი სტრუქტურების მიმართ იყო გაცემული, ყველაზე ეფექტურად კი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტრო ასრულებს.

„რეკომენდაციები გაიცა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფოტო-ვიდეოგადაღების უფლებით აღჭურვა. ჯანდაცვასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის, რეკომენდაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე. ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე მეტად ცდილობს შეასრულოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. მეტი წილი რეკომენდაციებისა მიმართულია პროკურატურის, შსს, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ,” – განმარტავს ბელთაძე.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა კვარაცხელია კი განმარტავს, რომ უმეტეს შემთხვევაში, სასჯელაღსრულების სისტემაში გამოძიება ფორმალურ ხასიათს ატარებს.

„წლის განმავლობაში 9 შემთხვევაში საქართველოს მთავრ პროკურატურას სახალხო დამცველმა მიმართა გამოძიების დაწყების რეკომენდაციით და ეს ეხებოდა მერვე დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. გამოძიება არ ჩატარებულა და დამნაშავე პირები არ დასჯილან. გამოძიება ფორმალურ ხასიათს ატარებს და ეს ზრდის რისკფაქტორებს, რომ მომავალში ისევ ჰქონდეს ადგილი არასათანადო მოპყრობას,” – განაცხადა ნიკა კვარაცხელიამ.

banner
წინა სტატიაშითებერვალში სესიები სამთავრობო საათით გაიხსნება
შემდეგი სტატიადიდთოვლობა სვანეთში – 16 თემი გარესამყაროს მოწყვეტილია