რომან გოცირიძე: ფინანსთა მინისტრს კუდი აეწვა

gociridze

რეალურად რამდენით შემცირდა 2015 წლის ბიუჯეტი და საკმარისია თუ არა ეს კორექტირება კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ექსპერტთა ნაწილი ფინანსთა მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს.რომან გოცირიძის განცადებით, ხარჯები 140 მილიონით არ შემცირებულა.

“ფინანსთა მინისტრს აეწვა კუდი, რომ იგი მხილებულ იქნა მთავრობისა და პირადად პრემიერმინისტრის მოტყუებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობის მეთაური აკეთებს ერთ განცხადებას და შემდეგ ფინანსტა სამინისტრო შეფარვით აკეთებს სხვას. მაგალითად, გუშინ პრემიერმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის ხარჯები მცირდება 140 მილიონი ლარით, შემდეგ დოკუმენტის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი არ მცირდება არცერთი თეთრით, ბიუჯეტი არის ზუსტად იგივე, ხდება მხოლოდ ხარჯების გადატანა ერთი მუხლიდან მეორეში,”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ საკითხზე ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემაც გააკეთა განცხადება.

„140 მილიონის შეკვეცაც, რომ იყოს, თუმცა არ ჩანს რომ იკვეცება, კარგად არ მსმის როგორ შეიძლება ეკონომიკა წელს 2 პროცენტით გაიზარდოს და რეალურად არ მოხდეს საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების კორექტირება,“ – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: მოხალისეებს რაიმე სახის შეხება საკანალიზაციო სისტემასთან არ ჰქონიათ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა არ იცის, ვინ შეიძლება იყოს ახალი მთავარი პროკურორი