რომან გოცირიძე: იგი უკვე ” ის თამრო არ არის”

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

გლობალური საფონდო ბაზრების ჩამოშლამ მომენტალურად და აბსოლუტურად არალოგიკურად მოახდინა გავლენა საქართველოს სავალუტო ბაზარზე- წერს სოციალურ ქსელ”ფეისბუქში” ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

“პანიკურმა კოლექტიურმა სურვილმა, რაც შეიძლება სწრაფად შეეძინათ უცხოური ვალუტა, ლარის შემდგომი გაუფასურება გამოიწვია და ეჭვი მეპარება, რომ უარყოფითი ფსიქოლოგიური განწყობილება მალე შეიცვალოს.
ფსიქოლოგიური ხასიათის დაავადება ფსიქოლოგიური მეთოდებით ინკურნება. საჭიროა ავტორიტეტის მქონე სუბიექტის მართალი, დამამშვიდებელი სიტყვა.
ახლა არის საჭირო ეროვნული ბანკის ჩარევა პროცესებში, მაგრამ სადაა ეროვნული ბანკი: გაყვეს შუაზე, გაუტეხეს სახელი, დაუკარგეს ნდობა და ავტორიტეტი.
მთავრობას გინდ უთქვამს რაიმე და გინდ არა, მაინც არავინ დაუჯერებს. ეროვნული ბანკისკენ იყურებიან მუდარით სავსე თვალებით.
ტყუილად!
იგი უკვე ” ის თამრო არ არის”!”- წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ პარტიებს ერთიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაკომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი უკვე 2.45 ლარი ღირს