რომან გოცირიძე: ვინც ივანიშვილს ბოლო განცხადების ტექსტი დაუწერა, პანჩურის ღირსია

gociridze

ქვეყანამ დაკარგა შიდა იმუნიტეტი მოქნილობა ბიუჯეტი გახდა სხვანაირი -რომან გოცირიძევინც ივანიშვილს ბოლო განცხადების ტექსტი დაუწერა, პანჩურის ღირსია-ამის შესახებ განცხადება, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში გააკეთა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რომან გოცირიძე, ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, არასწორი რჩევის მიმცემი ფიგურები გარემოცვიდან მოიშოროს. გოცირიძე, ივანიშვილის განცხადებაზე მმართველი გუნდის რეაქციასაც აფასებს. მისი განცხადებით, “ხელისუფლებასა და პარლამენტში ადამიანებმა ღირსება დაკარგეს”.

“მე რომ ბატონი ივანიშვილი ვიყო, პირველ რიგში, ამ იდეის ავტორს, ვინც ამის გახმოვანება შესთავაზა, კინწისკვრით გავაგდებდი, ხოლო იმას, ვინც ეს ტექსტი დაუწერა, პანღურით გავაგდებდი.არასასიამოვნო სანახავია და მოსასმენია, როდესაც მინისტრები ერთმანეთს ასწრებდნენ მაამებლობაში და არამარტო მინისტრები, დეპუტატები და მმართველი გუნდი. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ერთგულების გამოხატვაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მაშინ, როცა მთელი ბოლო პერიოდში ისინი აცხადებდნენ, რომ “ეროვნულ ბანკთან” აქტიურად თანამშრომლობდნენ, საკმარისი გახდა ივანიშვილისგან ერთი პატარა მინიშნება და ადამიანებმა დაკარგეს ღირსება,” – აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში„როცა მთავრობას არ უნდა მოვიდეს, მოსახლეობა უნდა მივიდეს მთავრობასთან და უთხრას, რომ გადადგეს“
შემდეგი სტატიათბილისში იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი გაძვირდა