როლანდ ახალაიას სახლთან ,,ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ზუგდიდში ,,საზოგადოებრივი აზრის დარბაზის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც ,,თაიმერის” რეგიონული კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება აქციის მონაწილეები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას გმობენ, რომელიც მათივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების ძალადობრივ საქმიანობას ასახავს.

მათი განცხადებით, ,,ნაციონალურ მოძრაობას” საქმიანობა უნდა აეკრძალოს და ეს მოთხოვნა სწორედ სამეგრელოდან დაიწყება.

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ზუგდიდის მაჟორიტარ როლანდ ახალაიას სახლთან გადაინაცვლეს, სადაც კიდევ ერთხელ დაგმეს ვიდეომასალაში ასახული მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი და მსგავსი ქმედებების მთავარ მამოძრავებელ ძალად სწორედ როლანდ ახალაია დაასახელეს.

aqcia1 aqcia aqcia 3 aqcia 4 aqcia 5 aqcia 6

banner
წინა სტატიაში,,ვუშვებდით ბევრ შეცდომას და სამწუხაროა, რომ ამ შეცდომებზე არ ვსწავლობთ”
შემდეგი სტატია,,ილოცე და იშრომე. აი ეს არის ის სწორი გზა”