“როგორც კი ჩვენი პარტიისა და პირადად ჩემი რეიტინგი იწყებს მატებას, ამერიკელები იწყებენ აქტიურ მოქმედებას”

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

ასე გამოეხმაურა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარ შედეგებს.

„უკვე ტრადიციად იქცა ის, რომ საქართველოში აღარავის არ უკვირს ვაშინგტონში დაწერილი რიცხვები. ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორც კი ჩვენი პარტიისა და პირადად ჩემი რეიტინგი იწყებს მატებას, ამერიკელები მაშინვე იწყებენ ძალიან აქტიურ მოქმედებას იმისათვის, რომ მოსახლეობა შეაგუონ აზრს, თითქოს საქართველოში პროამერიკულ ძალებს აქვთ მხარდაჭერა. ჩვენ კი, რომელსაც გვთვლიან პროქართულ ძალად, თითქოსდა მოსახლეობის მხარდაჭერა არ გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ვაშინგტონი ამ გზით ცდილობს პროქართულ ძალასთან ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ მოსახლეობა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და სწორ დასკვნებს გამოიტანს,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, არაერთი მაგალითი გვაქვს საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე, როდესაც გამოჩნდა, რომ ყველა ის კვლევა, რომელიც ვაშინგტონში იწერებოდა რამდენად აცდენილი იყო რეალობას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე: ეროვნული ბანკი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება
შემდეგი სტატიასამართალდამცველების მიერ კონჯარიების ოჯახის დევნილთა საცხოვრებელიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდში გაკეთდ