“როგორც იტყვიან ავადმყოფი ლოგინში უნდა მიჩინჩლო“- სოსო ჯაჭვლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ჟურნალისტებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტელევიზიები ხელოვნურად ქმნიან აჟიოტაჟს, თითქოს უმრავლესობაში დიდი დაპირისპირებაა, „იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „მაესტროს“ რომ გადავხედოთ, კეთდება ერთი და იგივე სიგიჟე და ცოფი, “ქართული ოცნების” ისე წარმოჩენა, რომ თითქოს იდიოტები ვართ.“- აცხადებს ჯაჭვლიანი.
პარლამენტარის აზრით მმართველმა პარტიამ სამი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა , სოსო ჯაჭვლიანი გამოცემასთან „ქართული ოცნების“ სამ შეცდომასაც ასახელებს:

„პირველი შეცდომა არის ის , რომ 2012 წელს სააკაშვილი პარლამენტში, რომ მოვიდა ,პირველი სხდომა გახსნა, მაშინ ცემა-ტყეპით უნდა გაგვეგდო, მეორე შეცდომა იყო ის, რომ ბარამიძის ვიცე სპიკერობას დავთანხმდით. მესამე შეცდომა არის ის რომ 26 ათასი აღმოჩენილი ფაილი კინოთეატრებში უნდა გაგვეშვა და ყველას ენახა მათი სადიზმი. დანდობა რომ დაინახეს „ნაციონალებმა” თავზე გავიდნენ, ყველაფერი შერჩათ და გაბლატავდნენ, როგორც იტყვიან ავადმყოფი ლოგინში უნდა მიჩინჩლო.“- აღნიშნავს დეპუტატი.

უმრავლესობის წევრი იმ კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში სპორტსმენების, მსახიობებისა და მწერლების სიმრავლეს ეხება:

„ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა, მე არც მაშინ მოვდიოდი პოლიტიკაში, პოლიტიკა მოვიდა ჩემტან და თუ დავჭირდები ჩემს გუნდს , კი ბატონო, ისე კი არც არავის შევტენივარ და არც ახლა, ერთ ადგილას არავის არ შევეტენები“-განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიაქართული სამზარეულო ვაშინგტონის მორიგი საერთაშორისო აღმოჩენა შეიძლება გახდეს