“როგორც თბილისსა და მთვარეს შორის მიმდინარეობს რკინიგზის მშენებლობა, ისე მიმდინარეობს აფხაზეთთან”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, გრიგორი კარასინის ინიციატივაზე, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე, სიახლე არაფერია.

ზაქარეიშვილის განცხადებით, ის მიესალმება ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, თუმცა ეს პოლიტიკურად გამართლებული უნდა იყოს.

“საქმის კურსში ვარ, მაგრამ არაფერი ახალი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის. როგორც თბილისსა და მთვარეს შორის რკინიგზის მშენებლობა მიმდინარეობს, ისე მიმდინარეობს მუშაობა მაგ თემაზე. კარასინი არ არის ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქე და რატომ გვიქმნის ეს ადამიანი დღის წესრიგს ვერ ვხვდები. მომხრე ვარ, რომ პოლიტიკურად გამართლებული ინფრასტრუქტურული პროექტები განხილული იყოს, მაგრამ არაფეირ არ ხდება. მე რკინიგზა არ მეხება. თუმცა ქვეყანაში რაც უფრო მეტი რკინიგზა, ხიდი იქნება, უფრო მდიდარი სახელმწიფო ვიქნებით”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია