,, როგორც დღეს დამარცხდა უსამართლობა, ისე დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას,,

http://www.timer.ge/?p=30912როგორც დღეს დამარცხდა უსამართლობა, ისე დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას შემდგომ არჩევნებში, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლების შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ყოველთვის დაამარცხებს უსამართლობას. “ამ შემთხვევაში სასამართლომ დაამარცხა ის უზნეო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა. მინდა, მივულოცო პირველ რიგში გათავისუფლებულების ოჯახებს, შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის სამინისტროს. ვიცი, ყველა ამ დღეს და ამ წამს როგორ ელოდებოდა, რომ ემარჯვა და ეზეიმა სამართალს. ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა საზოგადოებას, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ მართლები”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ე.წ. კაბელების საქმეზე ბარლადებულები – ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე დღეს სასამართლო დარბაზიდან, “თავისუფალი დემოკარტების” წევრი დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურა კი, მათთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატია„მნიშვნელოვანია, რომ ვერეს ხეობის ახლებურ დაგეგმარებაში ექსპერტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ“