როგორია საქართველო „ანგელოზის თვალით“….

როგორია საქართველო „ანგელოზის თვალით“....

როგორია საქართველო „ანგელოზის თვალით“....„საქართველო ანგელოზის თვალით“…
ალბომი, რომელიც საქართველოს „მეცხრე ციდან“ დაგვანახებს.
ალბომი, საქართველოზე და ქართველებზე….

ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრმა (ლიტუანისტიკის ცენტრი), რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე წელია არსებობს, ცნობილ ფოტოხელოვან ვინგაუდას ვასილიაუსკასს უმასპინძლა. ფოტოხელოვანმა ალბომში შეძლებისდაგვარად ასახა საქართველოს გუშინდელი და დღევანდელი დღე და ეს ყველაფერი „მეცხრე ციდან“ „ანგელოზის თვალით“…

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრში ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ფოტოგრაფ ვინგაუდას ვასილიაუსკასის ალბომში “საქართველო ანგელოზის თვალით” თავმოყრილი ფოტოები საქართველოს ულამაზეს ბუნებას, კულტურას, არქიტექტურულ ძეგლებსა და ჩიტის ფრენით გადაღებულ ხედებს აღწერს. ალბომი ოთხენოვანია. ქართულ ენაზე ტექსტი ქეთევან გოჩიტაშვილმა თარგმნა.

 

როგორია საქართველო „ანგელოზის თვალით“....პრეზენტაციას ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი დაესწრო. ელჩი ესაუბრა ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ლიტვური ენის შესწავლით არიან დაიტერესებულნი, ასევე, ცენტრის ხელმძღვანელს, ვიდას კავალიაუსკასს. ელჩმა ავტორს ალბომის პრეზენტაცია მიულოცა და შესანიშნავი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ლიტუანისტიკის ცენტრი. ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში რამდენიმე წლის წინ ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა. ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, აქვს საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს კითხულობენ ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი. ორგანიზატორთა განცხადებით, ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დაფინანსება კი ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა.

როგორია საქართველო „ანგელოზის თვალით“....
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდები ლიტვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ. პროექტის პირველ ეტაპზე ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსს გადიან.

 

 

 

როგორია საქართველო „ანგელოზის თვალით“....როგორია საქართველო „ანგელოზის თვალით“....როგორია საქართველო „ანგელოზის თვალით“....

banner
წინა სტატიაშიანზორ ჭითანავა:ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება
შემდეგი სტატიარუსეთმა პროდუქტების ემბარგოს სია გააფართოვა