რიჩარდ ნორლანდმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

მერიკის შეერთებული შტატები უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპული მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად რუსთაველის გამზირზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დემონსტრანტების მხრიდან მსხვერპლი არ იყო ტყუილად გაღებული ვინაიდან საქართველო დღეს დამოუკიდებელი ქვეყანაა.
“აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას. ეს, რასაკვირველია, ძალზედ ტრაგიკული დღე იყო. მე მაშინ ვმუშაობდი მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში და კარგად მახსოვს ეს სამწუხარო დღე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი არ იყო ტყუილად გაღებული – ისინი შეეწირნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, მტკიცე და წარმატებული ქვეყანაა. დღევანდელი დღე აერთიანებს ყველა ადამიანს და ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთიანობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეის გარშემო”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაყურანის მტერი პასტორი აშშ-ს პრეზიდენტობას აპირებს