რიჩარდ ნორლანდი ნინო გიორგობიანს – ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი პროფესიონალიზმის წინაშე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა მადლობის სიგელი გადასცა.
“მადლობას მოგახსენებთ აშშ-ს საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდაცვით საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. თქვენი ხელმძღვანელობით, 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივნისის პერიოდში, შეიქმნა ეროვნული პლატფორმა, რომელიც ეძღვნებოდა ვიზების გაყალბების, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის საკითხების განხილვას. აღნიშნულ თემებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობით, თქვენ დაიცავით საქართველოს მოქალაქეები, რომ არ გამხდარიყვნენ ამ ძალიან სერიოზული დანაშაულების მსხვერპლნი. ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი პროფესიონალიზმის წინაშე, ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას და გამოვთქვამთ გულწრფელ მადლიერებას თქვენ მიერ გამოჩენელი მტკიცე ძალისხმევისთვის”, – აღნიშნულია მადლობის სიგელში.
თავის მხრივ ნინო გიორგობიანი რიჩარდ ნორლანდს და ამერიკის საელჩოს მადლობას უხდის.

banner
წინა სტატიაში„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ რიჩარდ ნორლანდი გამორჩეულად, განსაკუთრებულად შერჩეული ელჩია“
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა აზრით, სტიქიის დროს ყველაზე ეფექტურად კახა კალაძის უწყებამ იმუშავა