რიჩარდ ნორლანდი: ეს არის ნაბიჯი მიმართული საქართველოს დამცირებისკენ

“ეს არის გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დამცირებისა და პროვოცირებისკენ,”- ეს განცხადება რამდენიმე ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გააკეთა.

ელჩი ამბობს, რომ აუცილებელია საკითხების მოგვარება მოლაპარაკებების მაგიდასთან მოხდეს. რიჩარდ ნორლანდის განცხადებით ამერიკა და საერთშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“ერთის მხრივ არ იცვლება არაფერი გრძელდება ისევ ის, რაც აქამდე ხდებოდა. მეორეს მხრივ ეს არის გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დამცირებისა და პროვოცირებისკენ. აშშ-სა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია უცვლელი რჩება, ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მოვუწოდებთ, რომ ასეთი რამ არა ძალის გამოყენებით, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდეს,”- აცხადებს ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

banner
წინა სტატიაშიებრაელები რუსეთს ტოვებენ…
შემდეგი სტატიასაბერძნეთის მაგალითი ესპანელი პოპულისტებისთვის