რისკენ მოუწოდებს ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატ ეკა ბესელიას?!

რუსთავი ორის გენ დირექტორი პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართავს:

“მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარეს, რომელიც სამწუხაროდ არც ერთი შეკითხვით არ ყოფილა წარმოდგენილი ჩვენი მისამართით, არც უკითხავს რა ხდება ჩვენს თავს. მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა როგორც ქვეყნის მეორე პირის, ჩაერიოს ასეთ ვითარებაში და ახსნა-განმარტებები მოისმინოს მხარეებისგან, მითუმეტეს, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მიერ არის წარმართული ეს პროცესები. ამ ვითარებაში მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება როგორც მედიის თავისუფლების გარანტიების ერთ-ერთი მატარებელი პირისგან, არის გაცილებით მაღალი. ასევე ძალიან უცნაურია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მხრიდან სრული იგნორირება და უყურადღებობა ჩვენთან დაკავშირებით”, – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ნიკა გვარამიან.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები კეთდება “რუსთავი 2-ის” პოზიციის მოსმენის გარეშე, რაც უპასუხისმგებლო საქციელია.
“ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ ამ ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაც არის. არც ერთი შეკითხვა ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მისამართით არ დასმულა, ასევე იმ ფორმალურად ნეიტრალური ხელსუფლების პირებისგანაც კი, რომელიც თითქოს ამით უნდა ინტერესდებოდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლის ხელისუფლებაც არის ჩვენი ხელისუფლებაც და იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი უფლებები ასე ირღვევა, განცხადებების გაკეთება ჩვენი პოზიციების მოსმენის გარეშე არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი და საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების უგულებელყოფა თანამდებობის პირების მხრიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც მე ჩამოვთვალე, შემოვიდეს დიალოგში ჩვენთან. ერთ შემთხვევაში მოგვცეს საჭირო ახსნა-განმარტებები, მეორე შემთხვევაში, მოისმინოს არა ჩემი, არამედ ჩვენი კოლექტივის პოზიცია და ამასთან დაკავშირებითაც გამოხატოს შემდგომში საჯაროდ თავისი დამოკიდებულება”, – განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დავით საგანელიძის შემცვლელის ვინაობა ცნობილი
შემდეგი სტატია“რატომ აკეთებთ ასეთ აჟიოტაჟს,”- ზვიად კვაჭანტირაძე ჟურნალისტებს