„რისკებისგან დაცული უნდა ვიყოთ“

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დამდგარი წყლის გუბეები პოტენციურად ინფექციის გამრავლების საფრთხეს წარმოშობს, რისი თავიდან აცილების მიზნითაც, სათანადო სამუშაოები დაიწყო.

რაც შეეხება სასმელს წყალს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ მხრივ პრობლემები არ შექმნილა და მოსახლეობას ონკანის წყლის დალევა ჩვეულებრივად შეუძლია.

„დღეს დაიწყო ახალი ეტაპი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მოწესრიგების მიმართულებით. ჩვენ გავაკეთეთ რისკების შეფასებები. იმისათვის, რომ მოსახლეობის, მოხალისეების, იქ მომუშავეების ჯანმრთელობის გართულების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ სპეციალური ზომები. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოახდინა დაგუბებული წყლის და ტალახის ზონების სპეციალური დამუშავება. ასევე, იქ შევიდა მძიმე ტექნიკა, რომ სწრაფად მოხდეს წინასწარ დანაწევრებული ნაშალის გამოტანა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით.

რაც შეეხება სასმელ წყალს, სერგეენკოს თქმით, ის რეგულარულად მოწმდება.

“ამ მხრივ გარემოს ტემპერატურას რაიმე სახის ზეგალენა არ აქვს, ის ისედაც მოწმდება. ჩვენ ყოველდღიურად მოგვდის რეპორტები. ამ შემთხვევაში გარემოს ტემპერატურა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იმისთვის, რომ დამდგარ წყალში ამ ტერიტორიებზე არ მომხდარიყო ბაქტერიების და პარაზიტების გამრავლება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ზომები. იქ უნდა იმყოფებოდნენ სპეციალურად მომზადებული და აღჭურვილი ადამიანები, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხალისეების ჩართულობა გადაგვემისამართებინა მათი ჯანმრთელობისათვის ნაკლები რისკის მომცველ არეალებში”, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ეპიდემიის გავრცელების რისკი არ არსებობს.

“საჭიროა სპეციალური უსაფრთხოების ზომების დაცვა. ეპიდემიის რიკსები შეიძება აქ იყოს ორი მიმართულებით. ნიადაგიდან და ტალახიდან გადაცემა, ოღონდ ეს არ არის დაკავშირებული ცხოველის ლეშებთან, ესაა ტეტანუსი და მეორე – თუ მოხდებოდა მილსადენის დაზიანება, რომ მომხდარიყო გარემო წყლების ჩაჟონვა სასმელი წყლების მილსადენში, ასეთი საბედნიეროდ არ მოხდა. რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილას მცხოვრებ ადამიანებს, სასურველია, რომ არ შევიდნენ ნებართვის გარეშე იმ ტეროტორიაზე, სადაც მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სხვა რაიმე სახის სპეციალური საყურადღებო ინფორმაცია, ან რაიმე შეზღუდვა, ან გაფრთხილება არ არის”, – აღნიშნა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

“მოხალისეებს, საბედნიეროდ, მსუბუქი ტრამვები აღენიშნებათ. რაც შეეხება სტიქიის პირველ საათებში მიღებული დაზიანებების მქონე პაციენტებს, საბედნიეროდ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. დღეის მდგომარებით მხოლოდ ხუთი პაციენტია. ერთი, რომელიც მძიმე იყო, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ნაკლები ინტენსივების მოვლის განყოფილებაშია უკვე გადაყვანილი“, – განუცხადა სერგეენკომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

banner
წინა სტატიაში,,ნუ ჩამოვწერთ ყველა დანაშაულს მომხდარი უბედურების ხარჯზე ,,
შემდეგი სტატია,,პუტინი თქვენ ყველას დაგხოცავთ,, (VIDEO)