რისთვის გადაუხადა მადლობა ირაკლი ღარიბაშვილმა რიჩარდ ნორლანდს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს დადიანების კომპლექსის გადარჩენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ყოფნისას აღნიშნა, ეკატერინეს სასახლის პროექტირება ელჩის ფონდიდან დაფინანსდა.
“რიჩარდ ნორლანდი გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია. იგი ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენს გულს წვდება. მან კარგად იცის, რა უხარია ქართველ კაცს, კარგად იცის ქართული კულტურისა და ისტორიის ფასი და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ელჩის მისია საქართველოში ივლისში მთავრდება და მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის ელჩს საჩუქრად ეკატერინეს სასახლის სურათი გადასცა.

banner
წინა სტატიაში,,ის საქართველო მენატრება,,
შემდეგი სტატიაეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა