“რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, ჩვენ 6 თვეში გავაკეთეთ“, – თინა ხიდაშელი ვიზა-ლიბერალიზაციაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შესრულებამ მოლოდინს გადააჭარბა. თინა ხიდაშელმა ეს განცხადება იმ დასკვნის შესახებ გააკეთა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე უნდა გამოქვეყნდეს.

ვიზა-ლიბერალიზაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ის, რის მისაღწევადაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, საქართველოს მთავრობამ კი 6 თვეში გააკეთა. თინა ხიდაშელმა ეს განცხადება ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების შესახებ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მიერ ამ გეგმის შესრულებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

„დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური დეკლარაციის ბოლო ვერსიაა, არის ძალიან იმედისმომცემი. განწყობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენ ველოდებით, რომ დასკვნა, ბუნებრივია, ვერ იქნება იმისგან განსხვავებული, რაც იყო ანგარიოში, რომელიც გამოქვეყნდა ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების შესახებ, რომელმაც ყველას მოლოდინს გადააჭარბა. ის, რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, ჩვენ 6 თვეში გავაკეთეთ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე სამიტი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი დღე დარჩა, კონსულტაციები უკვე დასრულებულია. სიახლე აღარ არის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე სამიტზე საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას არ შესთავაზებენ.

banner
წინა სტატიაშიქართველი კონსერვატორები კონსერვატორ რეფორმატორთა ახალი ბორდის არჩევაში მიიღებენ მონაწილეობას
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – ევროპის უსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე ილუზიაა