რინგო სტარი: ნამდვილი პოლ მაკარტნი 1966 წელს ორეულმა შეცვალა

რინგო სტარი: ნამდვილი პოლ მაკარტნი 1966 წელს ორეულმა შეცვალა

რინგო სტარი: ნამდვილი პოლ მაკარტნი 1966 წელს ორეულმა შეცვალალეგენდა The Beatles-ის ერთ-ერთი წევრის პოლ მაკარტნის სიკვდილის შესახებ ისევ გაცოცხლდა. ამ ლეგენდის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ პოლ მაკარტნი 1966 წელს, ჯგუფის არსებობის ოთხ წლისთავზე გარდაიცვალა. ბოლო 45 წელი კი მას მისი ორეული ცვლის.
ამის შესახებ ხმაურიან განცხადებას აკეტებს ჯგუფის ექს-დრამერი რინგო სტარი ერთ-ერთ ინტერვიუში, და ამბობს, რომ არსებული ჭორები პოლთან დაკავშირებით იყო მართალი და რომ რეალური პოლ მაკარტნი 1966 წლის 9 ნოემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მთელი ეს წლები, როგორც სტარი ამბობს, პოლი ჯგუფის უკანასკნელი მენეჯერის შერჩევით შეცვალა მისმა ორეულმა, მუსიკოსმა უილიამ კემპბელმა, რომელსაც პოლის ორეულების კონკურსიც კი აქვს მოგებული.
„როცა პოლი გარდაიცვალა, ჩვენ, ყველანი პანიკაში ვიყავით. არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, და ბრაიან ეპშტეინმა, ჩვენმა მენეჯერმა შემოგვთავაზა პოლი ბილი კემპბელს შეეცვალა. გადაწყვეტილება დროებითი უნდა ყოფილიყო. მას მხოლოდ ორი კვირა უნდა დაეკრა ჩვენთან, მაგრამ დრო გადიოდა და ვერავიინ შეამჩნია როგორ ვაგრძელებდით ერთად დაკვრას. ბილი ძალიან კარგი მუსიკოსი აღმოჩნდა, ის პოლზე უკეთესადაც კი უკრავდა. ერთადერთი პრობლემა ის გვქონდა, რომ ის ჯონს ვერ ეგუებოდა“ – ჰოლივუდური მასმედია სტარის სიტყვებს ციტირებს.
ექს-დრამერმა კიდევ ერთი საიდუმლო გაამხილა, რომ ჯონ ლენონმა ჯგუფი ნერვიულობის ნიადაგზე დატოვა.
სტარის განცხადება აიტაცა თითქმის ყველა მედია საშუალებამ. თვითონ პოლ მაკარტნს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ის 48 წელია ბრიტანეთის მონარქიის ორდენის წევრია და არაერთხელ გაყოლია დედოფალ ელისაბედ მეორეს სხვადასხვა ოფიციალურ დახურულ წვეულებებზე.
თუ დამტკიცდა, რომ რინგო სტარი მართალს ამბობს, პოლ მაკარტნის სერიოზული პრობლემები ელოდება სამართალდამცავ ორგანოებთან.
74 წლის რინგო სტარი ამბობს, რომ ახლა იმიტომ თქვა წლების განმავლობაში დამალული სიმართლე, რომ შეეშინდა ისე არ მომკვდარიყო, რომ ეს არ გაეგებინებინა საზოგადოებისთვის.

banner
წინა სტატიაშიTransparency – ლონდონი, ფულის გათეთრების მსოფლიო დედაქალაქი
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობამ Microsoft-თან ხელშეკრულება გააფორმა