რიგის სამიტი: განუხორციელებელი ოცნებები თუ ახალი შემართება?

6riga-2015იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტზე ვნებათაღელვა გაიზრდებოდა, ყველა ელოდებოდა და ამას სამიტის ოფიციალურ დაწყემაბდეც აღნიშნავდნენ.
როგორც ბიბისის კორესპონდენტი ამბობს, ატის ლეიინიშის აზრით, რომელიც ლატვიის სეიმის დეპუტატი და ახლა ევროკავშირის თავმჯდომარეა, ელოდებოდნენ რომ “დიდი ბრძოლა გაიმართებოდა დეკლარაციის ტექსტის ირგვლივ”. მხარეები ძალიან ფრთხილად ირჩევდნენ სირტყვებს. ეს ფინალურ პრეს-კონფერენციაზეც გამოჩნდა, რომლის დაწყებაც დაახლოებით ერთი საათით დააგვიანეს. კულუარებში ამ დროს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნების მიერ დეკლარაციის შესაძლო დაბლოკვაზეც დაიწყეს საუბარი. თუმცა, საბოლოოდ ტექსტი მაინც გამოჩნდა და მას ხელი ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ მოაწერა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრ ექვს ქვეყანასთან ერთად.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის თქმით, მოლაპარაკებებისას ბელორუსთან და აზერბაიჯანთან სირთულეებს ქონდა ადგილი, მაგრამ მან ამას “ბუნებრივი” უწოდა.მან ასევე აღიარა, რომ პრესკონფერენციამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ესაუბრა,თუმცა საუბარი ეხებოდა არა დეკლარაციის ტექსტს, არამედ აზერბაიჯანის ევროკავშირისკენ სწრაფვას. უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო უფრო გულახდილი იყო და განაცხადა, რომ ტექსტის მომზადებისას დისკუსიები აზერბაიჯანის, სომხეთის და ბელორუსის დელეგაციასთან გაიმართა. უკანასკნელ ორთან თემა ყირიმი იყო.
“სომხეთის და ბელორუსის პოზიციებს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ მათ კატეგორიული უარი არ განუცხადებიათ ან არ უარუყვიათ, უბრალოდ, მათ სურვილი ქონდათ პოზიციები ტექსტში სხვა, მათთვი საინტერესო პოზიციებისთვის მიებათ” – თქვა პოროშენკომ.
დეკლარაციის საბოლოო ტექსტში საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირი თავის პოზიციას ადასტურებს, რომელიც უკვე კიევის სამიტზე გამოითქვა აპრილში, ყირიმის და სევასტოპოლის ანექსიასთან დაკავშირებით, ასევე მხარს უჭერს თავისი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება აზერბაიჯანს, პოროშენკოს თქმით, მას ტექსტში “საერთაშორისო დოკუმენტების ტექსტის” აღნიშვნა უნდოდა. აზერბაიჯანის დელეგაციის განცხადებით, საუბარი მთიან ყარაბახს ეხებოდა.

LATVIA-EU-SUMMIT
ბიბისის თქმით, დეკლარაციის ტექსტის ირგვლივ ატეხილი ალიაქოთი ქართველმა დელეგატებმა აღწერეს: ეს 34 ქვეყნის კომპრომისული დოკუმენტია და ამ კონკურენტულ გარემოში “ყველა მილიმეტრი ოქროსია”.
უკრაინის პორეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია სამიტის შედეგებით, და რომ კიევი ყველაფერს გააკეტებს მომავალ წელს უვიზო რეჟიმის მისაღებად.
უკრაინის და საქართველოს იმედები სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით არ გამართლდა, თუმცა ორივე ქვეყანა შეაქეს (ლატვიის პრენმიერმა სამიტის ბოლოს მიულოცა კიდეც მათ) და სთხოვეს განახორციელონ ყველა ტექნიკური მოთხოვნები, მათ შორის მიგრაციის სფეროში კონტროლთან და კორუფციასთან დაკავშირებით.
თუკი ეს წლის ბოლომდე განხორციელდება, მაშინ უვიზო რეჟიმი შესაძლებელია 2016 წელს გამოაცხადონ.ევროპელი დიპლომატების თქმით, ეს დრო საკმარისია ცვლილებებისთვის.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ იმის ფუფუნება არა აქვთ, რომ იმედგაცრუებულები იყვნენ და აღნიშნეს, რომ საქართვეოს წარმატება ეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წარმატებაა. ბიბისი აღნიშნავს, რომ მასთან ინტერვიუში სამიტში მონაწილე ქვეყნებმა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ლიდერებად დაასახელეს. ამის მიუხედავად, აღნიშნული ქვეყნების გასაკვირად და მათი მოლოდინის მიუხედავად სამიტის საბოლოო დოკუმენტში არაფერია ნათქვამი მათ ევროინტეგრაციულ პერსპექტივებზე. დოკუმენტში აღნიშნულია მხოლოდ მათი ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევნები. სამიტის მსვლელობისას ევროჩინოვნიკები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ რაიმე განსაკუთრებულ სენსაციებს არ ელოდებიან, შეკითხვაზე, რატომ მოხდა დეკლარაციის ტექსტში პარტნიორი ქვეყნების ევროპერსოექტივების დეტალური აღწერა, ერთხმად პასუხობდნენ, რომ არ უნდათ შექმნან განსაკუთრებუი მოლოდინები პარტნიორი ქვეყნებისთვის. ამ საკითხში ევროკავშირი ნამდვილად ერთხმად თანხმდება.
“რიგის სამიტი ბოლო არ არის, მოდით, რამე დავტოვოთ სამომავლოდაც” – თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლივას ლინკიავიჩუსმა.
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას სხვა მონაწილე ქვეყნებისგან გამოყოფის გამო, რადგანაც ისინი უფრო ახლო პოზიციაზე დგანან ევროკავშირთან, ევროკავშირის ექსპერტები ინიციატივას ზოგჯერ “3+3” უწოდებენ. ლატვიელი დეპუტატი ატის ლეიინიში კი ამბობს, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობა ფაქტობრივად არის 3+2+1” . საუბარია იამზე, რომ ყველა ქვეყანა სამომავლო პერსპექტივას სხვადასხვანაირად ხედავს.
სამიტი პრორუსული დემონსტციების ფონზე მიმდინარეობდა იმის მიუხედავად, რომ რუსეთის წარმომადგენლები რიგაში არ იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – მიწისქვეშა ქალაქი!
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის სიმამრმა ბარსელონაში ვილა შეიძინა?