რიგის სამიტის ოფიციალური დეკლარაციის შინაარსი რამდენიმე წუთში გახმაურდება

რიგის სამიტის ოფიციალური დეკლარაციის შინაარსი სულ რამდენიმე წუთში გახმაურდება. ლატვიის დედაქალაქში შეკრებილი ევროპელი ლიდერები შემაჯამებელი პრესკონფერენციისთვის ემზადებიან.

სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გაირკვევა რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით.

ამ წუთებში კი რიგაში აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ბოლო შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დილიდან საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს და სხვა ევროპელ ლიდერებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, გამოიძიებს პროკურატურა, ვინ არის მეორე პირი და ვინ დაუკვეთა მკვლელობა”
შემდეგი სტატიატუსკი: რუსეთი მეზობლებისთვის მეტად მომხიბვლელი უნდა გახდეს