“რიგის სამიტზე ძალიან კონკრეტული შედეგების დემონსტრირება იქნება”

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

განაცხადა, საქართველო ევროპული კულტურის და ღირებულებების ქვეყანაა, ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის

“საქართველო ევროპული კულტურის და ღირებულებების ქვეყანაა, ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამ მიმართულებით რიგის სამიტზე ძალიან კონკრეტული შედეგების დემონსტრირება იქნება”, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს სურვილია, იყოს წარმატების მაგალითი რიგაში დაგეგმილ სამიტზე.

შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის, რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთის დერეფნის ფუნქციონირების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეფასდა რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირი გამოხატავს მზაობას, უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ კახეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე მოწმეთა სასამართლოს წინაშე დაკითხვის წესის ამოქმედებას მხარს უჭერს