,,რთული იქნება ხელისუფლების შენარჩუნება და ეს თქვენნაირ რეგვენებსაც მშვენივრად ესმით”

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის. რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების

ოპოზიციციონერი ირინა სარიშვილი სოციალური ქსელით ე.წ. ,,კასრების მასალას” ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტს ეხმაურება

,,იმ კადრებზე, რაც დღევანდელი ხელისუფლების თაოსნობით ვრცელდება, ყველა ნორმალურ ადამიანს ერთი რეაქცია ექნება!
მე სხვა რამე მაინტერესებს ქოცებო:
რატომ გაავრცელეთ?!!!!!!!!!!!!!!!
ნორმალური ხელისუფლება კადრებზე ნაჩვენებ პირთა იდენტიფიკაციას მოახდენდა, ამ ამაზრზენ ფაქტთან მაშინდელი თანამდებობის პირთან კავშირს გამოიკვლევდა, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა და ყველა დამნაშავეს სამაგალითოდ დასჯიდა.
ეს ნორმალური ხელისუფლება, მაგრამ თქვენ ქოცებო?!!!!!
საიდან მოხვდა ვითომ თქვენს მიერ განადგურებული კადრები რუსების მიერ შექმნილ უკრაინულ ტროლ საიტზე???
ყველაფერი დღესავით ნათელია, სამწუხაროდ!
თქვენთვის, ქოცებო, ძალიან რთული იქნება ხელისუფლების შენარჩუნება და ეს თქვენნაირ რეგვენებსაც მშვენივრად ესმის!
სწორედ ამიტომ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო თქვენ ამ ამაზრზენ ნაბიჯზე წახვედით, რითაც ერთდროულად გაზპრომის საქართველოში შემოგრიალების თემაც გადაფარეთ და თავიდან გააღვივეთ სამოქალაქო დაპირისპირება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც არანაირი კავშირი ამ შემზარავ დანაშაულთან არა აქვს!
რითი ხართ ამ კადრების “გმირ” საქონელზე უკეთესი ამის შემდეგ?!!!!!
არაფრით!!!!! უარესები ხართ!!!!
თქვენი მიზანი არ არის და არც არასდროს არ ყოფილა სიმართლის დადგენა, დამნაშავის დასჯა!
თქვენ სიძულვილის, ურთიერთაგრესიის ხარჯზე მოხვედით და არსებობთ დღემდე!
თქვენი გმირი ლადო ბედუკაძეა!
თქვენ ყველაფერზე ხელისმომწერები ხართ, ოღონდ თქვენი უკანალები სკამზე დაიმაგროთ პუტინთან ერთად!!!
თქვენ ფეხებზე გკიდიათ ქვეყანაც, ხალხიც და ყველაფერი, რასაც ღირსებასთან ოდნავი კავშირი მაინც აქვს!
ფურთხის ღირსი ხართ ყველა!
დღეს ჩვენი საზოგადოება სავარაუდოდ წამოეგება ამ თქვენს უზნეო ანკესს! სამწუხაროდ!
მაგრამ ხვალ ქართველი ერი ჩამოირეცხავს, აუცილებლად ჩამოირეცხავს იმ სამარცხვინო ლაქას, რასაც ჩემს სამშობლოში ქოცთა მმართველობა ჰქვია!
და ეს ხვალ არც ისე შორსაა!”– წერს სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიანი ნადარეიშვილი: დადგნენ 2 წუთი, მისვარ-მოსვარეს და “წაშავდნენ”
შემდეგი სტატია“ფარული ჩანაწერების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება დაუშვებელია”