,,რთულია დაეყრდნო მას, ვისაც სიყვარული არ შეუძლია,, ირინა სარიშვილი

скачанные файлы,,რთული სიტუაციაა საქართველოში, ურთულესი.
ეს ეხება ნაცს, ქოცს, ნებისმიერ სხვას. მოკლედ ყველას გვეხება.
რთულია რამე აუხსნა ადამიანს, როცა მან უბრალოდ ის არ იცის, რომ ვინმეს რომ უღალატო, ჯერ მასთან უნდა იყო. საქმეშიც ასეა და პირადშიც. სხვანაირად ვერ უღალატებ.
რთულია გააგებინო ადამიანს, რომ მედროვე არ ხარ, რადგან იმას ვერ ხვდება, მედროვე რომ გამარჯვებულის მხარეზე უპრინციპოდ დგომას ნიშნავს და ვერანაირად დამარცხებულის, რეპრესირებულის მომხრე მედროვე ვერ იქნება.
რთულია დააჯერო ადამიანი, რომ შენ როცა იმას ამბობ, რასაც ფიქრობ, ამაში არაფერს ითხოვ და ელოდები, თუ ეს ადამიანი თავადაა ასეთი და მზადაა საკუთარ ადგილს კუმირის გვერდით საქმეც და თავად კუმირიც გადააყოლოს. ასეთ ადამიანს ვერ აუხსნი, როგორ უნდა დააყენო საქმე შენს კაპრიზებზე თუ სამართლიან პრეტენზიებზე მაღლა – მას ეს უბრალოდ არ ესმის.
შეუძლებელია რამე გააგებინო ადამიანს, რომელსაც დღეს სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა დაქვეითება გონია და უხარია, რთულია, რადგან ესეც რომ იყოს, ამ ადამიანს, რომელიც სააკაშვილის ლამის ჩამოხრჩობას მოითხოვდა და უმძიმეს ბრალდებებს უყენებდა, დღეს მათხოვრულად, უთავმოყვარეოდ სააკაშვილის “დაქვეითება” უხარია. აბა ასეთს, როგორ აუხსნი, რომ ეს დაქვეითება არ არის, პირიქით. და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, დანიშნეს თუ არა სააკაშვილი გუბერნატორად? ეგებ არც დაუნიშნავთ, და რა მერე? ან რა საჭიროა რომ აუხსნა: უღირსი და უთავმოყვარეო არც მტერი გინდა და არც მოყვარე.
რთულია ეკამათო და საქმე აკეთო ადამიანთან, რომელსაც თავი შეუმცდარი გონია და სხვის სიმართლესაც საკუთარი საზომით ზომავს.
რთულია დაეყრდნო მას, ვისაც სიყვარული არ შეუძლია.
კიდევ ბევრი რამეა რთული… ყველაფერს ვერ ჩამოთვლი.
ეხლა მთავარი ისაა, რომ ისეთი ადამიანები, ვისზეც ზევით მქონდა საუბარი, უმრავლესობა არ იყოს. რადგან თუ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად უვიცობა,უზნეობა, უღირსებობა და სიმხდალე ყვავის, მაშინ ტყუილად ვეძებთ გამოსავალს: ცხვირწინაც რომ გვქონდეს, ვერ დავინახავთ!
მე მაინც მაქვს იმედი, რომ საქართველოში ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ჩანს და მალე, ძალიან მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!
სტატუსი გამოუსწორებლად ოპტიმისტურია,, წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“ხუდონზე გადაწყვეტილება მიღებულია და ის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” დატოვება არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეიქმნას რაღაც ახალი პროამერიკული გაერთიანება