რთულია ადამიანის ცხოვრება

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

ადამიანი ერთი მხრივ ძლიერია, თუმცა მეორე მხრივ სუსტი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესის თქმით, ადამიანის სისუსტე არის ის, რომ ადვილად ვარდება ცოდვაში.
“ადამიანი ერთი მხრივ ძლიერია, ის არის ხატება და მსგავსი ღვთისა. მეორე მხრივ, ადამიანი სუსტია, რადგან ძალიან ადვილად ვარდება ცოდვაში. ამიტომ, რთულია ადამიანის ცხოვრება”, – აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ცოდვა ჯაჭვივით არის – ერთ ცოდვას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ა.შ. “ამ ჯაჭვის დასასრული დიდხანს არ ჩანს ხოლმე. ამიტომ საჭიროა უფლის დახმარება, ძალა და მადლი. მოგვიახლოვდა აღდგომის დღესასწაული და ჩვენ შევთხოვთ, რომ წმინდად წარვსდგეთ ღვთის წინაშე”, – ბრძანა ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშიმრუშობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ არსებობს აღსარება და გამოსწორება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით “დავტირით ლარს”