”რეფორმატორები” სპეციალური განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციამ უნდა გადავიბაროთ ქალაქის ხელმძღვანელობა - ირაკლი ღლონტი

პარტია ”რეფორმატორები” ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს გაუაზრებლად და არაადეკვატურად აფასებენ.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ არსებულ რთულ ვითარებაში მთავრობის მეთაურის განცხადებები ხელს უწყობს კონფლიქტის გაღვივებას.
”რეფორმატორების” თავმჯდომარე, ირაკლი ღლონტი მოსამართლე ურთმელიძეს თხოვნით მიმართავს, გაითვალისწინოს და მოსალოდნელი მძიმე შედეგებისა და სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებში გამოიტანოს რუსთავი 2-ის დავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ”მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ფონის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა და მისი მეთაური აკეთებს არაადეკვატურ და გაუაზრებელ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც დაპირისპირებულ მხარეთა შორის არსებული გარკვეული უთანხმოების გამწვავებას იწვევს და ხელს უწყობს კონფლიქტისა და შუღლის გაღვივებას.
პარტია ,,რეფორმატორები’’ პოზიტიურად ვაფასებთ საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ საგანგებო ბრიფინგს და პოზიციას, რომლითაც მან ქვეყანაში არსებულ ესკალაციურ პროცესს ხელი შეუშალა და საკუთარ თავზე აღებული ტვირთით შეძლო პოლიტიკური სპექტრის, ასევე დიპლომატიური კორპუსის გააქტიურება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
,,რეფორმატორები’’ ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და თხოვნით მივმართავთ მოსამართლე ურთმელიძეს, რომ გაითვალისწინოს მოსალოდნელი მძიმე შედეგები და სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებში გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც სამართლებრივ დავაში მონაწილე ორივე მხარეს, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების გარეშე მიეცემათ შესაძლებლობა დავა გაგრძელდეს მეორე ინსტანციის სასამართლოში. ყველამ, მათ შორის პრეზიდენტმა, პრემიერ–მინისტრმა, სახელისუფლებო და ოპოზიციურმა პარტიებმა და სასამართლომ უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე დიდი სიკეთე არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. თუ გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ინტერესს, კონსტიტუციურ წესრიგს და მშვიდობას, მას არავითარი გამართლება არ ექნება მიუხედავად გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების სიმრავლისა.” – ნათქვამია ღლონტის ოფიციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ