“რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი ქალაქის მერს მიმართვას

,რეფორმატორები'' კოლეგებს საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებენ

"რეფორმატორების" ლიდერის ირაკლი ღლონტის მიმართვას ქალაქის ნერისადმი "თაიმერი" უცვლელად გთავზობთ“რეფორმატორების” ლიდერის ირაკლი ღლონტის მიმართვას ქალაქის მერისადმი “თაიმერი” უცვლელად გთავზობთ

“ქალაქში არსებული მღელვარების გათვალისწინებით და თანამოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიზნით გადავწყვიტე რეკომენდაციით მოგმართოთ.

მძღოლთა ინფორმაციით დედაქალაქის მერია არც აქამდე და არც ახლა არ ახორციელებს მოქალაქეებზე (მომხმარებლებზე) ორიენტირებულ სატრანსპორტო პოლიტიკას, ეს აიხსნება თუნდაც იმ ფაქტით, რომ თითოეული მძღოლი ვალდებულია დღეში დაახლოებით 100 ლარი გადაიხადოს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის (ტრანსპორტის სარგებლობის ყოველდღიური ქირა და 25 ლარი ტრანსპორტის სარემონტოდ), თავად უზრუნველყოს საწვავით მომარაგება, ხოლო დარჩენილი შემოსავალი წარმოადგენს მათი შემოსავლის წყაროს, რომელიც საუკეთესი შემთხვევაში შეადგენს 700 ლარს ყოველთვიურად.

მძღოლები ზემოაღნიშნული გარემოების გამო იძულებული არიან შეავსონ ტრანსპორტი და არ იზრუნონ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებაზე, ამასთან ერთად, ისინი იძულებული არიან იმოძრაონ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევითაც კი, რომ პარალელურად მოძრავ სამარშუტო ტაქსს წაართვან მგზავრები (მაგ: სამარშუტო ტაქსი N140 და N149, ისნიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობენ იდენტური მარშუტით) , ამის გარდა ხშირ შემთხვევაში მოძრაობენ პირიქით დაბალი სიჩქარით რაც რათქმაუნდა არახელსაყრელია უკვე ტრანსპორტში მყოფი მომხმარებლისათვის და იწვევს უხერხულ სიტუაციებს.

იქამდე ვიდრე, თითოეული მძღოლი დილით იღვიძებს ვალით (დაახლოებით – 160 ლარი ყოველდღიურად) უპერსპექტივოდ მესახება მგზავრთა კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა, შესაბამისად ირღვევა, როგორც მძღოლის ისე მომხმარებლების უფლებები.

მივმართავ ინიციატივით დედაქალაქის მერს, რომ დაინტერესდეს ზემოაღნიშნული საკითხით და მოამზადოს ცვლილება მგზავრთა და მძღოლთა ინტერესების შესაბამისად, ჩემი აზრით უმჯობესი იქნება მძღოლებს დაენიშნოთ თანამდებობრივი სარგო – ხელფასი.

რაც შეეხება კონდიცირების საკითხს იგი სასწრაფოდ გადასაწყვეტია და დაუყონებლივ მოვითხოვ ყველა ე.წ. ,,მარშუტკის” მძღოლს გაუნახევრდეს ყოველდღიური გადასახადი, რის სანაცვლოდაც ისინი სიამოვნებით ჩართავენ კონდენციონერს, რომელიც საწვავის ხარჯთან არის დაკავშირებული.”–ნათქვამია  მიმართვაში

banner
წინა სტატიაშივეფხვი ვოლიერში არ აღმოჩნდა
შემდეგი სტატიადედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება