რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ რამდენიმე პირი დააკავეს

policia

თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე იმყოფებოდა სპეცრაზმი და პოლიცია და მათ გზა გადაკეტილი ჰქონდათ, შემოსაზღვრული იყო პერიმეტრი და განხორციელდა დაკავების ოპერაცია.

რამდენი პირია დაკავებული და რას უკავშირდებოდა აღნიშნული ღონისძიება ჯერ უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ოფიციალური განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: მთავარია, ევროპულ დონეზე არავის მიეცეს საშუალება საქართველო დააკნინოს