რესპუბლიკელებს აქვთ განცდა ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ

რესპუბლიკელებს აქვთ განცდა ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ

რესპუბლიკელებს აქვთ განცდა ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ“რესპუბლიკელებს აქვთ განცდა ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ …ყელზე დაადგებათ,”- ამ განცახდებას “რუსთავი 2-თან” პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აკეთებს.

ხუხაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტისათვის ბრძოლაში რესპუბლიკელები დამარცხებსათვის განწირულები არიან და თუ მაინც ბრძოლას გააგრძელებენ მაშინ “კოალიციაში საბედისწერო პრობლემები შეექმენაბთ.”

“ჩვენ ჯერჯერობით ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც მენტალურად ჩაბეტონებულია განცდა, რომ ვინც აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, ის აკონტროლებს ძალაუფლებას. მესმის, რომ რესპუბლიკელებს აქვთ განცდა, რომ ტორტის მორიგი ნაჭერი მიიღონ, მაგრამ ყელზე დაადგება ნებისმიერ პარტიას. იმიტომ, რომ ეს მათ მისცემთ ძალაუფლებას, რომელსაც ვერ შეძლებენ და ცუდად დაუმთავრდებათ. ვინც ივაჭრებს ამ კუთხით ის წააგებს. კოალიციაში შემავალ არცერთ პარტიას არ აქვს იმის ლეგიტიმაცია რომ ძალოვან სტრუქტურებზე ხელი მიუწვდებოდეთ. მათ იმაზე მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე საზოგადოების მხარდაჭერის კუთხით გააჩნიათ,”- აცხადებს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მონიშნული “საზღვრიდან” ავტობანამდე 450 მეტრია
შემდეგი სტატიაბრიუსელი: საბერძნეთს 86 მილიარდი ევრო უნდა