რეპერმა 50 Cent გაკოტრების შესახებ დოკუმენტები შეიტანა

რეპერმა 50 Cent აშშ-ს მე-11 კოდექსით ისარგებლა, რაც ვალების რესტრუქტურიზაციას გულისხმობს – წერს The Wall Street Journal.
მსახიობმა დოკუმენტებში რამდენიმე ვალი ახსენა, რომლებიც 10-დან 50 მილიონამდე მერყეობს. მუსიკოსის წარმომადგენლებმა ინფორმაციის კომენტარებისგან თავი შეიკავეს.
გამოცემის აზრით დოკუმენტების შეტანით მომღერალს სურს თავი აარიდოს 5 მილიონის გადახდას, რომელიც ფლორიდის მკვიდრისთვის ოჯახური პორნოს გასაჯაროვების გამო კომპენსაციის სახით აქვს გადასახდელი.
ფლორიდას მკვიდრის ლავისტონის მონაწილეობით პორნოვიდეო ინტერნეტში 2009 წელს გამოჩნდა და 50 Cent-ის გამომცემლებმა მასზე რამდენჯერმე რიმეიქი გააკეთეს. კლიპს 4 მილიონზე მეტი ნახვა ქონდა, რამაც ქალბატონის თქმით მას კინაღამ თვითმკვლელობისკენ უბიძგა.
2014 წელს ჟურნალ ფორბსის მონაცემებით მუსიკოსის ქონება 140 მილიონი დოლარი იყო, რაც რეპ მუსიკაში შემოსავლების მეხუთე პოზიციაა. მუსიკოსს რამდენიმე კომპანია აქვს, მათ შორის საინვესტიციო ფონდი, აუდიო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია და სხვა.

banner
წინა სტატიაშიისლამური სახელმწიფო კოსოვოში წყლის მოწამვლაშია ეჭვმიტანილი
შემდეგი სტატიაადეკვატურია თუ არა საქართველოს ხელისუფლების ქმედება რუსეთის მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით?